მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიის პრემიერი არ აპირებს, რომ სადავო კუნძულების პრობლემა მომავალ თაობებს დაუტოვოს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიფუმიო კიშიდა
ფუმიო კიშიდა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების არარსებობის პრობლემის გადაწყვეტა მომავალ თაობებს არ უნდა დავუტოვოთ, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

„იაპონიის ძირითადი პოზიციაა ჩრდილოეთ ტერიტორიების ირგვლივ არსებული საკითხის გადაჭრა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ეს არის ბრძოლა დროსთან და მსურს ბევრი ვიმუშაო ამ პრობლემის გადასაჭრელად, წამითაც კი არ ვიფიქრო, რომ ის მომავალი თაობების მხრებზე გადავიტანო“, — განაცხადა კიშიდამ.

პრემიერმა გაიხსენა, რომ ოქტომბერში მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავების შემდეგ მან დაუყოვნებლივ გამართა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
Мария Захарова - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
ზახაროვა: იაპონიის პრემიერის ულტიმატუმებით საუბარი საქმეს არ წაადგება
„სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარეები სერიოზულად უნდა დაკავდნენ ამ პრობლემის გადაჭრით არსებული შეთანხმებების საფუძველზე“, — განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ იაპონური მხარე ისწრაფვის, აღადგინოს უვიზო მიმოსვლა სადავო კუნძულების ყოფილი მცხოვრებლებისთვის, რათა მათ წინაპრების საფლავების მონახულება შეძლონ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0