ზახაროვა: იაპონიის პრემიერის ულტიმატუმებით საუბარი საქმეს არ წაადგება

© press-service of the MFA of RussiaМария Захарова
Мария Захарова - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე ულტიმატუმებით საუბარი მხოლოდ ხელს უშლის ამ საკითხის დროულად გადაჭრას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ფუმიო კისიდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მსოფლიო დღეს
ფუმიო კისიდა: კურილის სადავო კუნძულებზე ტოკიოს სუვერენიტეტი ვრცელდება
მანამდე იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ კურილის ოთხ სადავო კუნძულზე ტოკიოს სუვერენიტეტი ვრცელდება. ამაზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ეთანხმება კისიდას განცხადებას კურილის კუნძულების თაობაზე, ვინაიდან ისინი რუსეთის ტერიტორიაში შედის.

„თუ იაპონური მხარე ასეთი ტიპის უტიმატური განცხადებებით ცდილობს განაპირობოს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, მაშინ, ჩვენი აზრით, იაპონელი პარტნიორები კიდევ მეტად შორს სწევენ დროში მისი გადაჭრის პერსპექტივას“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0