https://sputnik-georgia.com/20211202/gebreiesusma-koronavirusis-axali-variantebis-gacenis-mizezi-daasaxela-262538429.html
„ტოქსიკური ნაზავი“: გებრეიესუსმა COVID-19-ის ახალი ვარიანტების გაჩენის მიზეზი დაასახელა
„ტოქსიკური ნაზავი“: გებრეიესუსმა COVID-19-ის ახალი ვარიანტების გაჩენის მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტები მსოფლიოში არსებული „ტოქსიკური ნაზავის“ გამო ჩნდება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის... 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T11:12+0400
2021-12-02T11:12+0400
2021-12-02T16:00+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
covid-19
ჯანმო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:3110:1749_1920x0_80_0_0_443d0fd578c288407b75a1c5a9f24aa6.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტები მსოფლიოში არსებული „ტოქსიკური ნაზავის“ გამო ჩნდება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.გებრეიესუსმა მოუწოდა ქვეყნებს, სრულად დააფინანსონ გლობალური ინიციატივა ACT Accelerator, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ საშუალებებსა და ვაქცინებზე სამართლიან წვდომას ითვალისწინებს.როგორც გებრეისუსმა განმარტა, ამ დროისათვის კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი და „მოსალოდნელია, რომ რაოდენობა კიდევ გაიზრდება“. თუმცა ჯანმოს შეფს მიაჩნია, რომ ეს სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან „ეს არის ის, რასაც ვირუსი აკეთებს და კიდევაც გააკეთებს მანამ, სანამ ჩვენ მას გავრცელების უფლებას ვაძლევთ“. სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოჩენილ შტამ B.1.1.529-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ჯანმოს განცხადებით, „ომიკრონის“ გლობალურ დონეზე გავრცელების საფრთხე საკმაოდ მაღალია.
https://sputnik-georgia.com/20211130/omikronis-gavrcelebis-secereba-seuzlebelia-262486030.html
https://sputnik-georgia.com/20211201/omikronis-gacena-sesazloa-pandemiis-dasrulebas-moaswavebdes-altsteinis-ganmarteba-262516234.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d197dbd395dfed5c20c5f8aaeea56cae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, covid-19, ჯანმო
საზოგადოება, covid-19, ჯანმო
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტები მსოფლიოში არსებული „ტოქსიკური ნაზავის“ გამო ჩნდება,
განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.
„გლობალურ მასშტაბში ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის დაბალი დაფარვისა და ტესტირების ძალიან დაბალი მაჩვენებლების ტოქსიკური ნაზავი — ეს არის [კორონავირუსის] ახალი, უფრო საშიში ვარიანტების გაჩენის რეცეპტი“, — აღნიშნა მან.
გებრეიესუსმა მოუწოდა ქვეყნებს, სრულად დააფინანსონ გლობალური ინიციატივა ACT Accelerator, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ საშუალებებსა და ვაქცინებზე სამართლიან წვდომას ითვალისწინებს.
„ამ ვირუსმა გვაჩვენა, რომ ის ასე უბრალოდ არ გაქრება. კიდევ რამდენი სიცოცხლე და საარსებო წყარო დასჭირდება მას, ჩვენზეა დამოკიდებული. პანდემიის დასრულება შემთხვევითობა არ არის — ეს არჩევანის საკითხია“, — განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
როგორც გებრეისუსმა განმარტა, ამ დროისათვის კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი და „მოსალოდნელია, რომ რაოდენობა კიდევ გაიზრდება“. თუმცა ჯანმოს შეფს მიაჩნია, რომ ეს სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან „ეს არის ის, რასაც ვირუსი აკეთებს და კიდევაც გააკეთებს მანამ, სანამ ჩვენ მას გავრცელების უფლებას ვაძლევთ“.
სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოჩენილ შტამ B.1.1.529-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ჯანმოს განცხადებით, „ომიკრონის“ გლობალურ დონეზე გავრცელების საფრთხე საკმაოდ მაღალია.