https://sputnik-georgia.com/20211201/shavma-lomma-matchistvis-mzadeba-daiwyo-262520973.html
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო
Sputnik საქართველო
„შავი ლომის“ შემადგენლობაში ოთხი მორაგბე არ იქნება, მათ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T18:49+0400
2021-12-01T18:49+0400
2021-12-01T22:27+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262512582_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_8e1101ceb9701d9350e39e12e45521b4.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა „შავი ლომი“ დაიწყო მზადება „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეხუთე ტურის მატჩისთვის, რომელშიც „ლოკომოტივ-პენზას“ დაუპირისპირდება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეხვედრა 4 დეკემბერს ავჭალის რაგბის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ 30% (დაახლოებით 2 ათასი ადამიანი) დაიშვება. ქართველმა მორაგბეებმა პირველი ღია ვარჯიში გამართეს, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი „ლოკომოტივთან“ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებული ხვდება.„შავი ლომის“ შემადგენლობაში არ იქნებიან ძირითადის მოთამაშეები – სოსო მათიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ნიკა პატარაია. ამ მორაგბეებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული. „შავი ლომი“ ტურნირში 16 ოქტომბერს ჩაერთო. პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა თბილისში „თელ-ავივ ჰითი“ დაამარცხა (33:10), შემდეგ კი სტუმრად სწორედ „ლოკომოტივს“ ანგარიშით 27:11 მოუგო და 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. „ლოკომოტივ-პენზა“ ოთხი წაგებით ბოლო პოზიციაზეა, ჯგუფს კი „ენისეი“ ლიდერობს.
https://sputnik-georgia.com/20211021/ragbi-savi-lomi-evropis-supertasis-matcostvis-emzadeba-261375739.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262512582_1:0:1926:1444_1920x0_80_0_0_41a883318c5691fd3778d7e4a200a7e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო
18:49 01.12.2021 (განახლებულია: 22:27 01.12.2021) „შავი ლომის“ შემადგენლობაში ოთხი მორაგბე არ იქნება, მათ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა „შავი ლომი“ დაიწყო მზადება „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეხუთე ტურის მატჩისთვის, რომელშიც „ლოკომოტივ-პენზას“ დაუპირისპირდება,
ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა 4 დეკემბერს ავჭალის რაგბის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ 30% (დაახლოებით 2 ათასი ადამიანი) დაიშვება.
ქართველმა მორაგბეებმა პირველი ღია ვარჯიში გამართეს, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი „ლოკომოტივთან“ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებული ხვდება.
„სანაკრებო ფანჯრის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. ბიჭები ნაკრებსა თუ საკუთარ კლუბებში თამაშობდნენ. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა ამ პერიოდში ყველას ჰქონდა. მეტოქისგან განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდებით. ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ვეცდებით ამ მომენტების გამოყენებას“, – აღნიშნა მაისაშვილმა.
„შავი ლომის“ შემადგენლობაში არ იქნებიან ძირითადის მოთამაშეები – სოსო მათიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ნიკა პატარაია. ამ მორაგბეებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.
„შავი ლომი“ ტურნირში 16 ოქტომბერს ჩაერთო. პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა თბილისში „თელ-ავივ ჰითი“ დაამარცხა (33:10), შემდეგ კი სტუმრად სწორედ „ლოკომოტივს“ ანგარიშით 27:11 მოუგო და 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. „ლოკომოტივ-პენზა“ ოთხი წაგებით ბოლო პოზიციაზეა, ჯგუფს კი „ენისეი“ ლიდერობს.