https://sputnik-georgia.com/20211021/ragbi-savi-lomi-evropis-supertasis-matcostvis-emzadeba-261375739.html
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის გასვლითი მატჩისთვის ემზადება
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის გასვლითი მატჩისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბეები ხვალ, დილით პენზაში გაემგზავრებიან, სადაც 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათიდან ადგილობრივ „ლოკომოტივთან" დაპირისპირება ელით. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T17:34+0400
2021-10-21T17:34+0400
2021-10-21T22:00+0400
სპორტი
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261368844_0:0:2560:1441_1920x0_80_0_0_30619537be8530bdefee5bbf1dc42e50.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე პირველი გასვლითი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადება.გუნდი რუსეთის ქალაქ პენზაში ხვალ, დილით მიფრინავს, სადაც „ლოკომოტივ პენზას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე დაიწყება.ამ შეხვედრას გამოტოვებს სოსო მათიაშვილი, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. მუხლზე დაზიანება მათიაშვილმა „შავი ლომის“ სადებიუტო შეხვედრაში „თელავივ ჰითთის“ წინააღმდეგ მიიღო. როგორც გაირკვა, ქართველ მორაგბეს ოპერაცია დასჭირდება. „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.„შავ ლომს“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე ერთი გამარჯვება აქვს და ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ქართულმა ფრენჩაიზმა თავის სადებიუტო შეხვედრაში „თელავივ ჰითი“ ანგარიშით 33:10 დაამარცხა. ჯგუფში პირველ ადგილს „ენისეი“ იკავებს, რომელსაც ორიდან ორი გამარჯვება აქვს.„შავი ლომი“ „პენზასთან“ მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, „ენისეისთან“ გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261368844_77:0:2445:1776_1920x0_80_0_0_3be72fa5d736adfca8b87c5179313eba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის გასვლითი მატჩისთვის ემზადება
17:34 21.10.2021 (განახლებულია: 22:00 21.10.2021) ქართველი მორაგბეები ხვალ, დილით პენზაში გაემგზავრებიან, სადაც 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათიდან ადგილობრივ „ლოკომოტივთან" დაპირისპირება ელით.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე პირველი გასვლითი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადება.
გუნდი რუსეთის ქალაქ პენზაში ხვალ, დილით მიფრინავს, სადაც „ლოკომოტივ პენზას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრას გამოტოვებს სოსო მათიაშვილი, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. მუხლზე დაზიანება მათიაშვილმა „შავი ლომის“ სადებიუტო შეხვედრაში „თელავივ ჰითთის“ წინააღმდეგ მიიღო. როგორც გაირკვა, ქართველ მორაგბეს ოპერაცია დასჭირდება. „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„სრული შემადგენლობა დღეს შევიკრიბეთ. მიუხედავად ამისა, ნორმალურად ვართ მომზადებული და ვიტოვებთ იმედს, რომ პირველი თამაშის შემდეგ ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ, დავხვეწოთ დეტალები და მოთამაშეებს საერთაშორისო გამოცდილება მივცეთ“, – აღნიშნა მაისაშვილმა.
„შავ ლომს“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე ერთი გამარჯვება აქვს და ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ქართულმა ფრენჩაიზმა თავის სადებიუტო შეხვედრაში „თელავივ ჰითი“ ანგარიშით 33:10 დაამარცხა. ჯგუფში პირველ ადგილს „ენისეი“ იკავებს, რომელსაც ორიდან ორი გამარჯვება აქვს.
„შავი ლომი“ „პენზასთან“ მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, „ენისეისთან“ გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.