https://sputnik-georgia.com/20211201/saqartvelosi-vaqcinis-meore-da-mesame-dozebs-soris-dasasvebi-intervali-seizleba-semcirdes-262525178.html
საქართველოში ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალი შეიძლება შემცირდეს
საქართველოში ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალი შეიძლება შემცირდეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის საბჭო მსჯელობს, შესაძლებელია თუ არა სრულ ვაქცინაციასა და ბუსტერ-დოზას შორის ინტერვალის ხუთ თვემდე... 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T19:30+0400
2021-12-01T19:30+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832897_105:192:1280:853_1920x0_80_0_0_67ff4465a65b7757786e78ecc6790a65.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფი ამუშავებს ახალ სქემას, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე და ბუსტერ დოზებს შორის ინტერვალის შემცირებას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.მისივე თქმით, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის სხდომაზე განიხილებოდა „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების საკითხი, კორონავირუსის ახალ - „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებული საფრთხეები, საერთაშორისო გამოცდილება და ასევე ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურების გზები, მათ შორის ბუსტერ-დოზის როგორც „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის საშუალების გამოყენება.„ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და „ბუსტერ“ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დეტალურად დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე“, - განაცხადა გაბუნიამ.მანამდე იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ბუსტერ“ დოზაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების შესახებ - საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა დაშვებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირისთვის Pfizer-ის პრეპარატით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბუსტერ-დოზა დაშვებული იყო 50 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის და რისკის ჯგუფებისთვის.„18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის შემთხვევაში იყო 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სამთვიანი ინტერვალი დასაშვებია მხოლოდ Sinopharm-ით და Sinovac-ით ვაქცინირებული პირებისთვის, ხოლო Pfizer-ის შემთხვევაში, წინასწარი რეკომენდაციით, ექვსთვიანის ნაცვლად საუბარია ხუთთვიან პერიოდზე.Sinopharm-ით და Sinovac-ით ვაქცინირებული 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის რეკომენდებულია ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე დოზის მიღებიდან სამიდან ექვს თვემდე პერიოდში იმავე ან Pfizer-ის პრეპარატით.AstraZeneca-თი ვაქცინირებული პირებისთვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა დასაშვებია მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ.Pfizer-ით ვაქცინირებული ადამიანებისთვის კი რეკომენდებულია იმავე პრეპარატის მესამე დოზის გამოყენება მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ.გაბუნია შეეხო ასევე კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების საკითხს და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოსთან კონსულტაციებს მართავს.„ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს. ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ... დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
https://sputnik-georgia.com/20211201/-sputnikit-vaqcinirebuli-pirebi-saqartveloshi-kovid-pasportis-agebas-shezleben-262501123.html
https://sputnik-georgia.com/20211108/gabunia-16-wels-zemot-yvela-piristvis-buster-dozis-gaketeba-rekomendebulia-261889350.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832897_215:219:1060:853_1920x0_80_0_0_4020ddd82ce4f801e2c54d6f0ff86a74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალი შეიძლება შემცირდეს
19:30 01.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის საბჭო მსჯელობს, შესაძლებელია თუ არა სრულ ვაქცინაციასა და ბუსტერ-დოზას შორის ინტერვალის ხუთ თვემდე შემცირება
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფი ამუშავებს ახალ სქემას, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე და ბუსტერ დოზებს შორის ინტერვალის შემცირებას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის სხდომაზე განიხილებოდა „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების საკითხი, კორონავირუსის ახალ - „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებული საფრთხეები, საერთაშორისო გამოცდილება და ასევე ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურების გზები, მათ შორის ბუსტერ-დოზის როგორც „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის საშუალების გამოყენება.
„ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და „ბუსტერ“ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დეტალურად დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე“, - განაცხადა გაბუნიამ.
მანამდე იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ბუსტერ“ დოზაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების შესახებ - საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა დაშვებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირისთვის Pfizer-ის პრეპარატით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბუსტერ-დოზა დაშვებული იყო 50 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის და რისკის ჯგუფებისთვის.
„18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის შემთხვევაში იყო 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სამთვიანი ინტერვალი დასაშვებია მხოლოდ Sinopharm-ით და Sinovac-ით ვაქცინირებული პირებისთვის, ხოლო Pfizer-ის შემთხვევაში, წინასწარი რეკომენდაციით, ექვსთვიანის ნაცვლად საუბარია ხუთთვიან პერიოდზე.
Sinopharm-ით და Sinovac-ით ვაქცინირებული 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის რეკომენდებულია ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე დოზის მიღებიდან სამიდან ექვს თვემდე პერიოდში იმავე ან Pfizer-ის პრეპარატით.
AstraZeneca-თი ვაქცინირებული პირებისთვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა დასაშვებია მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ.
Pfizer-ით ვაქცინირებული ადამიანებისთვის კი რეკომენდებულია იმავე პრეპარატის მესამე დოზის გამოყენება მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ.
გაბუნია შეეხო ასევე კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების საკითხს და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოსთან კონსულტაციებს მართავს.
„ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს. ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ... დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.