Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კოვიდ-ვაქცინით 1 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

© photo: Sputnik / Rotislav Netisov / გადასვლა მედიაბანკშიმასობრივი ვაქცინაცია COVID-19
მასობრივი ვაქცინაცია COVID-19  - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 35,1% აიცრა
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილთა რაოდენობამ 1.001.801-ს მიაღწია, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი.
საქართველოს ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ერთხმად საუბრობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, რომ მხოლოდ ის იხსნის ადამიანს სიკვდილისგან დაავადების შესაძლო გართულებების შემთხვევაში. ამ დროისთვის საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 35,1%.
„საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულად აცრილია. კორონავირუსის დამარცხებამდე გზა კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა ის დროა მადლიერება გამოვხატოთ თითოეული იმ ადამიანს მიმართ, ვისაც პანდემიის დასრულებაში მისი წვლილი შეაქვს“, - ნათქვამია ცენტრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ზაფხულში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსის 3-5 ათასი ახალი შემთხვევა და 55-70 გარდაცვალება. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბარი ოქტომბერში დაიწყო.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეების როგორც ერთ-ერთი რისკის ჯგუფის წახალისებისთვის მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში მათ 200 ლარს გადაუხდის. ამის შემდეგ ხანდაზმულებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდა.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პენსიონერებს დღეს დაერიცხებათ
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. კოვიდ-პასპორტები ასევე საჭიროა ზამთრის კურორტებზე საბაგიროებით სარგებლობისას.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია შეიძლება გადაიხედოს
კოვიდ-პასპორტის (QR-კოდის) ასაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა covidpass.moh.gov.ge-ზე, ან Georgia e-Health-ის აპლიკაციის ან CovidPass Georgia-ს აპლიკაციის გადმოწერა iPhone-ზე ან Android-ზე.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR-ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დროიდან ინფექცია 850.102 ადამიანს გამოუვლინდა.
ყველა ახალი ამბავი
0