https://sputnik-georgia.com/20211201/ristvis-aris-sawiro-ori-aplikacia-kovid-pasportistvis-mtavrobis-ganmarteba-262531862.html
რისთვის არის საჭირო ორი აპლიკაცია კოვიდ-პასპორტისთვის: მთავრობის განმარტება
რისთვის არის საჭირო ორი აპლიკაცია კოვიდ-პასპორტისთვის: მთავრობის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს „მწვანე პასპორტის“ აღება შეუძლიათ როგორც ქაღალდის, ასევე ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T23:17+0400
2021-12-01T23:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797973_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_2ccf35b623c66ace585aa39725ae2188.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 1 დეკემბრიდან, კოვიდ-პასპორტები ამოქმედდა - მათი ტელეფონით ჩამოტვირთვა შესაძლებელია ორი აპლიკაციის - Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს გამოყენებით.საქართველოს მთავრობასთან არსებული პანდემიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რატომ არის საჭირო ერთდროულად ორი აპლიკაცია.ამასთან მან აღნიშნა, რომ აპლიკაცია CovidPass Georgia გაცილებით უფრო მარტივია გამოსაყენებლად.QR-კოდის სკანირება ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-პასპორტიდან შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან, ისე ქაღალდის პასპორტიდან, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს.კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. კოვიდ-პასპორტები ასევე საჭიროა ზამთრის კურორტებზე საბაგიროებით სარგებლობისას.„მწვანე პასპორტებში“ თითოეულ მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია - გადატანილი ავადმყოფობა, PCR-ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.ამ დროისთვის საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.001.801 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,1%.
https://sputnik-georgia.com/20211201/saqartveloshi-mwvane-pasportis-koncefcia-sheizleba-gadaixedos-262519409.html
https://sputnik-georgia.com/20211201/kovid-pasporti-saqartveloshi-mnishvnelovani-inpormacia-262510058.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797973_322:0:3051:2047_1920x0_80_0_0_22074b97fd89af9d1c3afde00265a39d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რისთვის არის საჭირო ორი აპლიკაცია კოვიდ-პასპორტისთვის: მთავრობის განმარტება
23:17 01.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოს მოქალაქეებს „მწვანე პასპორტის“ აღება შეუძლიათ როგორც ქაღალდის, ასევე ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 1 დეკემბრიდან, კოვიდ-პასპორტები ამოქმედდა - მათი ტელეფონით ჩამოტვირთვა შესაძლებელია ორი აპლიკაციის - Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს გამოყენებით.
საქართველოს მთავრობასთან არსებული პანდემიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რატომ არის საჭირო ერთდროულად ორი აპლიკაცია.
„ეს ორი აპლიკაცია არის სხვადასხვა დანიშნულების. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ - პასპორტი, რომლითაც ჩვენ საზღვარგარეთ დავდივართ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health და პირობითად, პირადობის მოწმობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ დროს ქვეყნის შიგნით და ამ აპლიკაციას ჰქვია CovidPass Georgia“, - განმარტა ღიბრაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აპლიკაცია CovidPass Georgia გაცილებით უფრო მარტივია გამოსაყენებლად.
QR-კოდის სკანირება ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-პასპორტიდან შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან, ისე ქაღალდის პასპორტიდან, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. კოვიდ-პასპორტები ასევე საჭიროა ზამთრის კურორტებზე საბაგიროებით სარგებლობისას.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეულ მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია - გადატანილი ავადმყოფობა, PCR-ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.
ამ დროისთვის საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.001.801 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,1%.