სააკაშვილის ადვოკატი შეიძლება სასამართლო პროცესზე არ დაუშვან და ლიცენზიაც ჩამოართვან

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
საგამოძიებო ორგანოები სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას მოქმედებების კანონიერებას სწავლობენ.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურორების შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ორშაბათს, 29 ნოემბერს სააკაშვილი, დაპატიმრებიდან პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. ამჯერად განიხილებოდა საქმე 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის შესახებ. ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება და ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
სააკაშვილის საქმე: ექს-პრეზიდენტი განსასჯელის სკამზე
ამ დღეს გვარამია სასამართლოში სააკაშვილის ინტერესებს იცავდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს სხდომის დროს გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა, სასამართლო პროცესის ვიდეოკადრების საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურში პროცესის მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გარდა ამისა, ადვოკატ ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყებამ უკვე მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას თხოვნით, მისცეს სამართლებრივი შეფასება გვარამიას აღნიშნულ მოქმედებას და დაიწყოს მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება.
გვარამიას რეაქცია
გვარამიამ პროკურატურის განცხადებას თავის Facebook-გვერდზე უპასუხა. როგორც ადვოკატმა დაწერა, მას არ აინტერესებს და, მით უფრო, არ აშინებს მორიგი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ „შეკერეს".

„ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას და გამაძევებენ თუ არა სხდომიდან, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე", – დაწერა გვარამიამ.

სააკაშვილის ინტერესების დამცველმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თავადაც მიმართა.
სააკაშვილი, გარდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა, კიდევ ორი საქმის ფიგურანტია – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წელი უკვე მისჯილი აქვს. ესაა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეები.
ყველა ახალი ამბავი
0