45 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა: ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.459-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 850.102-ს მიაღწია.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.459 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.740 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 843, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 358, შიდა ქართლი – 349, კახეთი – 260, ქვემო ქართლი – 257, აჭარა – 186, სამცხე-ჯავახეთი – 171, გურია – 136, მცხეთა-მთიანეთი – 128, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 792.158-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
65 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 65 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.119-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 45.799 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.545 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.610, იმერეთში – 1.388, აჭარაში – 520.
1.674 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 370 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 39, იმერეთში – 33. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.125 ადამიანი, მათ შორის 682 – თბილისში, 249 – აჭარაში. 38.129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 41 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 40, აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41.760 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.459-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 850.102-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0