Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

65 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 792.158 ადამიანი; ჩატარებულია 2.183.335 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.999 ადამიანი.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.459-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 850.102-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 792.158 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.957), გარდაიცვალა – 12.119 (ბოლო 24 საათში – 65). კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.545 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.125 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 51.321 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.187, PCR–ტესტით – 19.134.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,65%.
სულ ჩატარებულია 2.183.335 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.999 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0