მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ შესწორება შედის

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთის ნაკადი-2
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის ცვლილებათა პაკეტში ჩაერთოთ წინადადება, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს, იუწყება THE Hill წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება მაღალჩინოსან რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ეკუთვნის.

„ცვლილებათა პაკეტი მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში მთავარი რესპუბლიკელის, სენატორ ჯეიმს რიშის წინადადებას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, — წერს გაზეთი.

გავრცელებული ცნობით, ამერიკელი კანონმდებლები თავდაცვის ბიუჯეტში შესატან 21 ცვლილებას ოთხშაბათს განიხილავენ. ახლა ორივე პარტია იმას არკვევს, იქნება თუ არა რომელიმე სენატორი შესწორებების წინააღმდეგი.
მანამდე რესპუბლიკელებმა დაბლოკეს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შემდგომი მიღება ზედა პალატაში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ დემოკრატებმა უარი თქვეს – განეხილათ მილსადენის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ცვლილებები.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
მსოფლიო დღეს
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან კავშირის გამო: აშშ ახალ სანქციებს აწესებს
შესწორებების დამტკიცების შემდეგ სენატი უკვე 770-მილიარდიანი ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მიღებას უყრის კენჭს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ აშშ, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მიაჩნიათ კრემლის ხელში. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, არ განიხილონ გაზსადენი პოლიტიკის კონტექსტში, ვინაიდან ის მხოლოდ კომერციული პროექტია, რომელიც რუსეთისთვისაც ხელსაყრელია და ევროკავშირისთვისაც.
ყველა ახალი ამბავი
0