https://sputnik-georgia.com/20211123/crdiloetis-nakadi-axali-samqciebi-amerikisgan-262295782.html
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან კავშირის გამო: აშშ ახალ სანქციებს აწესებს
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან კავშირის გამო: აშშ ახალ სანქციებს აწესებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია სანქციებს უწესებს რუსეთთან დაკავშირებულ ერთ კომპანიასა და ორ ხომალდს, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის... 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T09:38+0400
2021-11-23T09:38+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250652174_0:0:3189:1794_1920x0_80_0_0_06f719e4b89dee49490c44c82d34248b.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია სანქციებს უწესებს რუსეთთან დაკავშირებულ ერთ კომპანიასა და ორ ხომალდს, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციაზე მუშაობენ, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უკვე წარუდგინა „ევროპის ენერგეტიკული დაცვის შესახებ კანონის“ (Protecting European Energy Security Act, PEESA) საფუძველზე მომზადებული მოხსენება.მეორე სანქცირებული ხომალდი სახელმწიფო მდივანს არ დაუსახელებია.ბლინკენის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა სანქციები სულ რვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირსა და მათ კუთვნილ 17 ხომალდს დაუწესა.როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება რუსულ გაზსადენს, მათ შორის სანქციების გზითაც, „აშშ კვლავ განაგრძობს მუშაობას გერმანიასა და სხვა პარტნიორებთან თუ მოკავშირეებთან უკრაინისთვის, ნატოსა და ევროკავშირისთვის რისკების შემცირების მიზნით“. გარდა ამისა, ასეთი თანამშრომლობის კიდევ ერთი მიზანი, ბლინკენის თქმით, არის რუსეთის მტრული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში.მანამდე ათმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილი წერილით მოუწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას, აღიაროს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების პოლიტიკის „ამაოება და საშიშროება“.„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
https://sputnik-georgia.com/20211116/crdiloetis-nakadi2-is-sertifikacia-secerda-262113171.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250652174_458:0:3189:2048_1920x0_80_0_0_71e2cf09b40101a010da711ae01187e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია სანქციებს უწესებს რუსეთთან დაკავშირებულ ერთ კომპანიასა და ორ ხომალდს, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციაზე მუშაობენ, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უკვე წარუდგინა „ევროპის ენერგეტიკული დაცვის შესახებ კანონის“ (Protecting European Energy Security Act, PEESA) საფუძველზე მომზადებული მოხსენება.
„მასში ჩამოთვლილია ორი ხომალდი და რუსეთთან დაკაშირებული ერთი სტრუქტურა Transadria Ltd, რომლებსაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან აქვთ საქმე. Transadria-ს სანქციები დაუწესდება PEESA-ს საფუძველზე, ხოლო მისი ხომალდი Marlin კონფისკებულ ქონებად იცნობა“, — განაცხადა ბლინკენმა.
მეორე სანქცირებული ხომალდი სახელმწიფო მდივანს არ დაუსახელებია.
ბლინკენის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა სანქციები სულ რვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირსა და მათ კუთვნილ 17 ხომალდს დაუწესა.
როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება რუსულ გაზსადენს, მათ შორის სანქციების გზითაც, „აშშ კვლავ განაგრძობს მუშაობას გერმანიასა და სხვა პარტნიორებთან თუ მოკავშირეებთან უკრაინისთვის, ნატოსა და ევროკავშირისთვის რისკების შემცირების მიზნით“. გარდა ამისა, ასეთი თანამშრომლობის კიდევ ერთი მიზანი, ბლინკენის თქმით, არის რუსეთის მტრული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში.
მანამდე ათმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილი წერილით მოუწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას, აღიაროს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების პოლიტიკის „ამაოება და საშიშროება“.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.