https://sputnik-georgia.com/20211201/covid-19-tan-mebrzoli-qalaqebis-reitingi-moskovi-evropasi-pirvelia-262503583.html
გამოქვეყნდა COVID-19-თან მებრძოლი ქალაქების რეიტინგი: ევროპაში პირველ ადგილზე მოსკოვია
გამოქვეყნდა COVID-19-თან მებრძოლი ქალაქების რეიტინგი: ევროპაში პირველ ადგილზე მოსკოვია
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი პირველ ევროპულ ქალაქად აღიარეს იმ ინოვაციების რეიტინგში, რომლებიც კოროვირუსის წინააღმდეგ მდგრადობის ფორმირებას... 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T10:58+0400
2021-12-01T10:58+0400
2021-12-01T15:35+0400
რუსეთი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24832/96/248329691_0:160:3075:1889_1920x0_80_0_0_95a359bf9f5f546fa4dba427596d58c7.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი პირველ ევროპულ ქალაქად აღიარეს იმ ინოვაციების რეიტინგში, რომლებიც კოროვირუსის წინააღმდეგ მდგრადობის ფორმირებას ეხმარება, იუწყება საერთაშორისო კვლევითი სააგენტო StartupBlink.სააგენტოს ინფორმაციით, რეიტინგის პირველ სამეულში ასევე შედიან ლონდონი და ბარსელონა.რაც შეეხება მსოფლიოს მეგაპოლისთა რეიტინგს, ამ ჩამონათვალში რუსეთის დედაქალაქი მესამე პოზიციაზეა სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკის შემდეგ. ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, ბოსტონი და ლონდონი ინაწილებენ.აღინიშნება, რომ ესოდენ მაღალ მაჩვენებელს მოსკოვმა თითქმის 160 მოწინავე გადაწყვეტილებით მიაღწია, რომლებსაც ქალაქი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს. მათ შორისაა კომპიუტერული მზერის ალგორითმი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე. ეს მეთოდი უკვე დაეხმარა რენტგენოლოგებს, გაეანალიზებინათ 3 მილიონზე მეტი კვლევა.კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდია ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პაციენტებს, ექიმებს, სამედიცინო ორგანიზაციებს, სადაზღვევო კომპანიებს, ფარმაკოლოგიურ წარმოებებსა და საიტებს.მაღალ შედეგებს ხელს უწყობს ის ტექნოლოგიებიც, რომლებიც ქალაქელებს პანდემიის დროს ადაპტაციაში უწყობს ხელს. ეს არის პროექტები ჭკვიანი ტურიზმის, ელექტრონული კომერციისა და ლოჯისტიკის, ასევე დისტანციური მუშაობისა და ონლაინ-განათლების სფეროებში.სააგენტო StartupBlink-ის ექსპერტებმა მოსკოვში გატარებული ზომები ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებისა და ეკონომიკაზე გავლენის თვალსაზრისით შეაფასეს.როგორ დგება რეიტინგირეიტინგი დგება კორონავირუსთან ბრძოლის ინოვაციური გადაწყვეტილებების გლობალური რუკის საფუძველზე და აფასებს მსოფლიოს 100-მდე წამყვან ქალაქსა და 40 ქვეყანას. გლობალური რუკა 2020 წლის მარტში შეიქმნა და მას წლის განმავლობაში ათასზე მეტი გადაწყვეტილება დაემატა.რეიტინგის ალგორითმი ითვალისწინებს ინოვაციების რაოდენობას და ტიპს, რომლებიც გამოიყენება კორონავირუსთან ბრძოლაში. განსახილველად მიღებული პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად კრიტერიუმს, მათ შორის: ინოვაციურობას, რელევანტურობას (გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა პასუხობდეს COVID-19-ის გამოწვევებს) და სანდოობას. დამატებითი ქულები ენიჭება ცალკეულ გამორჩეულ ინიციატივებს. ყველა გადაწყვეტილება გადის წინასწარ მოდერაციას და შეირჩევა ექსპერტების მიერ ინფორმაციის ხარისხისა და სანდოობის კრიტერიუმების მიხედვით.
https://sputnik-georgia.com/20211127/ruseti-mxars-dauchers-vaqcinaciis-sertifikatebis-urtiertagiarebas-video-262410816.html
https://sputnik-georgia.com/20211117/rusetsi-sputnik-v-sprincipit-seqmnili-kidev-ori-vaqcinis-gamocda-mimdinareobs-262166483.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24832/96/248329691_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_23ccaeda509a797817bd63404d3961d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, covid-19
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი პირველ ევროპულ ქალაქად აღიარეს იმ ინოვაციების რეიტინგში, რომლებიც კოროვირუსის წინააღმდეგ მდგრადობის ფორმირებას ეხმარება, იუწყება საერთაშორისო კვლევითი სააგენტო
StartupBlink. სააგენტოს ინფორმაციით, რეიტინგის პირველ სამეულში ასევე შედიან ლონდონი და ბარსელონა.
რაც შეეხება მსოფლიოს მეგაპოლისთა რეიტინგს, ამ ჩამონათვალში რუსეთის დედაქალაქი მესამე პოზიციაზეა სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკის შემდეგ. ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, ბოსტონი და ლონდონი ინაწილებენ.
აღინიშნება, რომ ესოდენ მაღალ მაჩვენებელს მოსკოვმა თითქმის 160 მოწინავე გადაწყვეტილებით მიაღწია, რომლებსაც ქალაქი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს. მათ შორისაა კომპიუტერული მზერის ალგორითმი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე. ეს მეთოდი უკვე დაეხმარა რენტგენოლოგებს, გაეანალიზებინათ 3 მილიონზე მეტი კვლევა.
კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდია ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პაციენტებს, ექიმებს, სამედიცინო ორგანიზაციებს, სადაზღვევო კომპანიებს, ფარმაკოლოგიურ წარმოებებსა და საიტებს.
მაღალ შედეგებს ხელს უწყობს ის ტექნოლოგიებიც, რომლებიც ქალაქელებს პანდემიის დროს ადაპტაციაში უწყობს ხელს. ეს არის პროექტები ჭკვიანი ტურიზმის, ელექტრონული კომერციისა და ლოჯისტიკის, ასევე დისტანციური მუშაობისა და ონლაინ-განათლების სფეროებში.
სააგენტო StartupBlink-ის ექსპერტებმა მოსკოვში გატარებული ზომები ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებისა და ეკონომიკაზე გავლენის თვალსაზრისით შეაფასეს.
რეიტინგი დგება კორონავირუსთან ბრძოლის ინოვაციური გადაწყვეტილებების
გლობალური რუკის საფუძველზე და აფასებს მსოფლიოს 100-მდე წამყვან ქალაქსა და 40 ქვეყანას. გლობალური რუკა 2020 წლის მარტში შეიქმნა და მას წლის განმავლობაში ათასზე მეტი გადაწყვეტილება დაემატა.
რეიტინგის ალგორითმი ითვალისწინებს ინოვაციების რაოდენობას და ტიპს, რომლებიც გამოიყენება კორონავირუსთან ბრძოლაში. განსახილველად მიღებული პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად კრიტერიუმს, მათ შორის: ინოვაციურობას, რელევანტურობას (გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა პასუხობდეს COVID-19-ის გამოწვევებს) და სანდოობას. დამატებითი ქულები ენიჭება ცალკეულ გამორჩეულ ინიციატივებს. ყველა გადაწყვეტილება გადის წინასწარ მოდერაციას და შეირჩევა ექსპერტების მიერ ინფორმაციის ხარისხისა და სანდოობის კრიტერიუმების მიხედვით.