https://sputnik-georgia.com/20211117/rusetsi-sputnik-v-sprincipit-seqmnili-kidev-ori-vaqcinis-gamocda-mimdinareobs-262166483.html
რუსეთში „სპუტნიკ V“-ს პრინციპით შექმნილი კიდევ ორი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს
რუსეთში „სპუტნიკ V“-ს პრინციპით შექმნილი კიდევ ორი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში შექმნილია ასევე გენეტიკური ტესტები, რომლებსაც ადამიანის სისხლში სიმსივნის დნმ-ის არსებობის გამოვლენა შეუძლიათ 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T23:15+0400
2021-11-17T23:15+0400
2021-11-18T00:13+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715561_0:218:3072:1946_1920x0_80_0_0_4c4b8feb6297e9e0a5e4ccc2b4bb4685.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. რუსეთში „სპუტნიკ V“-ს ტექნოლოგიით შექმნილი ორი რუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ მურაშკოზე დაყრდნობით.რუსეთის პრეზიდენტთან გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე გამართულ სხდომაზე მინისტრმა ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 2020-2021 წლებში იქნა მიღებული.გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში შეიქმნა გენეტიკური ტესტები, რომლებიც უშუალოდ ადამიანის სისხლში სიმსივნის დნმ-ის არსებობის არაინვაზიურად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გამარტივდა მოთხოვნები რადიოფარმაცევტული პრეპარატების დანერგვის მიმართ.„შარშან და წელს შევქმენით ორი პრეპარატი, ისინი დღეს დაფინანსებულია და გადის პირველ კლინიკურ ცდებს ადამიანის მონაწილეობით“, - აღნიშნა მურაშკომ.რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა - „სპუტნიკ V“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715561_125:0:2856:2048_1920x0_80_0_0_613ace9623be6cc9f4a71108eba276c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთში „სპუტნიკ V“-ს პრინციპით შექმნილი კიდევ ორი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს
23:15 17.11.2021 (განახლებულია: 00:13 18.11.2021) ქვეყანაში შექმნილია ასევე გენეტიკური ტესტები, რომლებსაც ადამიანის სისხლში სიმსივნის დნმ-ის არსებობის გამოვლენა შეუძლიათ
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. რუსეთში „სპუტნიკ V“-ს ტექნოლოგიით შექმნილი ორი რუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს, იუწყება
РИА Новости ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ მურაშკოზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტთან გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე გამართულ სხდომაზე მინისტრმა ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 2020-2021 წლებში იქნა მიღებული.
„გენეტიკური ტექნოლოგიებით შეიქმნა, პირველ რიგში, ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომელიც დღეს გამოიყენება. შექმნილია კიდევ ორი ვაქცინა, რომელიც დღეს კლინიკურ გამოცდას გადის. განსხვავებული პლატფორმებია, თუმცა მოქმედების ანალოგიური პრინციპი აქვთ“, - აღნიშნა მურაშკომ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში შეიქმნა გენეტიკური ტესტები, რომლებიც უშუალოდ ადამიანის სისხლში სიმსივნის დნმ-ის არსებობის არაინვაზიურად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გამარტივდა მოთხოვნები რადიოფარმაცევტული პრეპარატების დანერგვის მიმართ.
„შარშან და წელს შევქმენით ორი პრეპარატი, ისინი დღეს დაფინანსებულია და გადის პირველ კლინიკურ ცდებს ადამიანის მონაწილეობით“, - აღნიშნა მურაშკომ.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა - „სპუტნიკ V“.