Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

1 დეკემბრიდან რესტორნების, თეატრებისა და კინოთეატრების მუშაობაზე შეზღუდვები იხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
18 წლამდე პირებისთვის კოვიდ-პასპორტის ფლობა აუცილებელი არ არის.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1 დეკემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბარებისა და რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
ამ დრომდე რესტორნები და ბარები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.
მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტებში შესვლას 1 დეკემბრიდან მხოლოდ QR–კოდის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ. ამასთან, ძალაში რჩება ერთ მაგიდასთან სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა – 6 ადამიანი.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
QR-კოდის გააქტიურების შემთხვევაში კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარ იქნება
რაც შეეხება კინოთეატრებსა და თეატრებს, 1 დეკემბრიდან მაყურებელთა დასაშვები რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება. აღნიშნულ დაწესებულებებში მხოლოდ ციფრული კოვიდ-პასპორტის მქონე პირები დაიშვებიან.
ჯერჯერობით კვლავ ძალაშია ღამის კლუბების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში მოიხსნება.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0