თუშეთის მოსახლეობას ვერტმფრენი კვლავ მოემსახურება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვერტმფრენი თუშეთში
ვერტმფრენი თუშეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ვერტმფრენმა პირველი რეისი ომალოს მიმართულებით უკვე შეასრულა. ფრენები კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.
„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, რეისების დანიშვნის შედეგად, თუშეთში ზამთრის პერიოდში მოსახლეების რაოდენობა გაიზარდა. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ავიარეისები კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით სრულდება.
ომალო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
თუშეთში ტურიზმის განვითარებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთრის სეზონზე, ოქტომბრიდან მაისამდე ფშავი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0