https://sputnik-georgia.com/20210713/TuSeTSi-turizmis-ganviTarebaze-naxevar-milion-larze-meti-daxarjes-252312279.html
თუშეთში ტურიზმის განვითარებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
თუშეთში ტურიზმის განვითარებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
Sputnik საქართველო
ტურისტული სეზონი თუშეთში მაისის ბოლოს გაიხსნა, მაგრამ ის მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანს და ოქტომბერში დაიხურება. 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T23:49+0400
2021-07-13T23:49+0400
2021-08-28T14:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/94/246979401_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_2e7a8e494238b0ced24a25734f264254.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო პროექტის „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ ფარგლებში თუშეთში განხორციელებული ინვესტიციების საერთო თანხამ 600 ათასი ლარი შეადგინა.საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“. პროექტის შედეგად თუშეთში შეიქმნა 45 ახალი სამუშაო ადგილი და 100-ზე მეტი - ახმეტის მუნიციპალიტეტში.„თუშეთმა ძალზე ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც უცხოურ, ასევე ქართველ ტურისტებში. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის, ნახულობს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციას, გაყიდვას. დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმ შედეგების განხილვას ეძღვენება, რა გააკეთა USAID-ის პროექტმა. მნიშვნელოვანი იქნება იმ ხედვების გაზიარება, მომავალში რა არის კიდევ გასაკეთებელი“, – განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა.ტურისტული სეზონი თუშეთში მაისის ბოლოს გაიხსნა და უკვე ოქტომბერში დაიხურება. ტურისტები ძირითადად ამ მხარეში თუშეთის ეროვნული პარკის დასათვალიერებლად ადიან.ციხე-სოფელი დიკლო თუშეთში
რით არის ცნობილი თუშეთის ეროვნული პარკი?2003 წელს დაფუძნებული თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა, რომელშიც შედის ლანდშაფტური და ბუნებრივი ნაკრძალები. ტერიტორიის საერთო ფართობი 122 ათასი ჰექტარია. თუშეთის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, აქ დაახლოებით 1062 სახეობის მცენარეს შეხვდებით. ფიჭვი ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე იზრდება და ფიჭვნარის საერთო ფართობი დაახლოებით 15 ათას ჰექტარს მოიცავს. ხოლო ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის სიმაღლეზე არყნარი ტყეებია.პარკის ტერიტორიაზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, გავრცელებულია: ძუძუმწოვართა 60 სახეობა, 120-მდე სახეობის ფრინველი, რეპტილიების 3 სახეობა, ამფიბიების 6 და თევზის ერთი სახეობა. მსხვილჩლიქოსანი ცხოველებიდან თუშეთის ტყეებში ბინადრობს შველი და ირემი. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში ხშირად გადმოდის გარეული ტახი.
https://sputnik-georgia.com/20210531/tushetshi-biosperuli-nakrzali-daarsdeba-251882475.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/94/246979401_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_71de8b7b294efb51c0f44437962111a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
თუშეთში ტურიზმის განვითარებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
23:49 13.07.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) ტურისტული სეზონი თუშეთში მაისის ბოლოს გაიხსნა, მაგრამ ის მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანს და ოქტომბერში დაიხურება.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო პროექტის „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ ფარგლებში თუშეთში განხორციელებული ინვესტიციების საერთო თანხამ 600 ათასი ლარი შეადგინა.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“. პროექტის შედეგად თუშეთში შეიქმნა 45 ახალი სამუშაო ადგილი და 100-ზე მეტი - ახმეტის მუნიციპალიტეტში.
„თუშეთმა ძალზე ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც უცხოურ, ასევე ქართველ ტურისტებში. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის, ნახულობს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციას, გაყიდვას. დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმ შედეგების განხილვას ეძღვენება, რა გააკეთა USAID-ის პროექტმა. მნიშვნელოვანი იქნება იმ ხედვების გაზიარება, მომავალში რა არის კიდევ გასაკეთებელი“, – განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა.
ტურისტული სეზონი თუშეთში მაისის ბოლოს გაიხსნა და უკვე ოქტომბერში დაიხურება. ტურისტები ძირითადად ამ მხარეში თუშეთის ეროვნული პარკის დასათვალიერებლად ადიან.
ციხე-სოფელი დიკლო თუშეთში
რით არის ცნობილი თუშეთის ეროვნული პარკი?
2003 წელს დაფუძნებული თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა, რომელშიც შედის ლანდშაფტური და ბუნებრივი ნაკრძალები. ტერიტორიის საერთო ფართობი 122 ათასი ჰექტარია.
თუშეთის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, აქ დაახლოებით 1062 სახეობის მცენარეს შეხვდებით. ფიჭვი ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე იზრდება და ფიჭვნარის საერთო ფართობი დაახლოებით 15 ათას ჰექტარს მოიცავს. ხოლო ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის სიმაღლეზე არყნარი ტყეებია.
პარკის ტერიტორიაზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, გავრცელებულია: ძუძუმწოვართა 60 სახეობა, 120-მდე სახეობის ფრინველი, რეპტილიების 3 სახეობა, ამფიბიების 6 და თევზის ერთი სახეობა. მსხვილჩლიქოსანი ცხოველებიდან თუშეთის ტყეებში ბინადრობს შველი და ირემი. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში ხშირად გადმოდის გარეული ტახი.