სოფელ ლაფანყურთან მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

© photo: Sputnik / Stringerთელავი
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტერიტორიაზე არსებული ისტორიული კომპლექსი განადგურდება.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივების თქმით, შპს „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგენლებმა ხეობაში დამხმარე სამუშაოების დასაწყებად უკვე ტრაქტორი და ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს, რაც მათი აზრით, ჰესის მშენებლობის დაწყებას ნიშნავს.
კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტეს, რომ კომპანიას გააჩნია სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვა, რომელიც სამთავრობო უწყებებისგან მიიღეს.
მდინარე ლოპოტაზე 5,9 მეგავატის სიმძლავრის ჰესის (33,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ყოველწლიური გამომუშავებით) – „ლოპოტა-1“-ის აშენება სოფელ ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
„შეიძლება მთავრობაა დამნაშავე": პრემიერმა „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ვითარება შეაფასა
ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტერიტორიაზე არსებული ისტორიული კომპლექსი განადგურდება, მდინარე ლოპოტაში წყლის დონე მნიშვნელოვნად დაიკლებს, განადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები, რაც გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს.
აქციის მონაწილეები ხეობაში მორიგეობის დაწყებას იმ დრომდე გეგმავდნენ, სანამ კომპანიის წარმომადგენლები ხეობას არ დატოვებდნენ. თუმცა შაბათს დაგეგმილი შეხვედრის გამო აქცია დროებით შეწყდა.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0