საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიხურმა
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ქართული პროდუქციის ექსპორტი ძირითადად სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში განხორციელდა.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. 1 სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 10,1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის დიდი ნაწილის ექსპორტი სომხეთში (4.165 ტონა), რუსეთში (3.501 ტონა), უკრაინაში (2.230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა) და მოლდოვაში (39 ტონა) განხორციელდა.
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ქართული პროდუქცია გაიტანეს ბელარუსსა და უნგრეთში.
ყველა ახალი ამბავი
0