საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსში „მის სამყარო 2021" არ მონაწილეობს

© Facebook / photo: Miss Georgia Beauty Contest / FBკონკურსი „მის საქართველო"
კონკურსი „მის საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ბოლოს საქართველო კონკურსში „მის სამყარო" 2019 წელს მონაწილეობდა. მაშინ ქვეყანა წარადგინა მოდელმა თაკო ადამიამ.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველო სილამაზის კონკურსში „მის სამყარო - 2021" კორონავირუსის პანდემიის გამო არ მონაწილეობს, განუცხადეს Sputnik-საქართველოს კონკურსის „მის საქართველო" პრეს-სამსახურში.
„უკვე ზედიზედ მეორე წელია, საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო არ იღებს მონაწილეობას სილამაზის საერთაშორისო კონკურსებში. ჩვენც გვენატრება კონკურსი „მის სამყარო", თუმცა არსებული ვითარების გამო კანდიდატურის გაგზავნა ვერ მოვახერხეთ", - აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
სააგენტოში ასევე აღნიშნეს, რომ იყო მცდელობა, კონკურსი „მის საქართველო" ონლაინ-ფორმატში ჩაეტარებინათ, თუმცა ესეც არ გამოვიდა.
სილამაზის კონკურსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
დასახელდა მსოფლიოს ულამაზესი გათხოვილი ქალი – ფოტო
ბოლოს საქართველომ კონკურსში „მის სამყარო" 2019 წელს მიიღო მონაწილეობა. მაშინ ქვეყანა წარადგინა მოდელმა თაკო ადამიამ.
„მის სამყარო - 2021" 1 დეკემბერს ისრაელში დაიწყება. ეს რიგით 70-ე კონკურსია. ფინალი 12 დეკემბერს ქალაქ ეილატში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0