ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის სეზონის ლიდერია

© AP Photo / Anvar Ilyasovგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
გასულ სეზონში პეტრიაშვილმა მედლები სამივე დიდ ტურნირზე მოიპოვა
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი თავის წონით კატეგორიაში (-125 კგ) სეზონის ლიდერი გახდა, ნათქვამია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (UWW) განცხადებაში.
გასულ სეზონში პეტრიაშვილმა სამივე დიდ ტურნირზე მედლები მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე - ვერცხლი. ჯამში პეტრიაშვილმა 98 ქულა დააგროვა.
პეტრიაშვილმა დაამარცხა ირანელი ამირ ზარე და თურქი თაჰა აქგიული. აღსანიშნავია, რომ ზარე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში ბრინჯაო მოიპოვა. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო მოჭიდავის გამოვლენისას.
საქართველოს ძიუდოს ნაკრები (შერეული) - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
ძიუდო: საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო
თავისი მიღწევისთვის პეტრიაშვილი UWW-სგან 10 ათას აშშ დოლარს მიიღებს. ზარე - 7 ათასს, ხოლო აქგული - 3 ათას დოლარს.
საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა ასევე ნიკა კენჭაძე, რომელმაც სეზონის შედეგებით 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო მოჭიდავეთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0