https://sputnik-georgia.com/20211127/ziudo-saqartvelos-sereulma-nakrebma-evropis-gunduri-cempionati-moigo-262417332.html
ძიუდო: საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო
ძიუდო: საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფინალურ დაპირისპირებაში ნიდერლანდებს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ისტორიაში პირველად შერეულ გუნდებს შორის გამარჯვება იზეიმა. 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T20:46+0400
2021-11-27T20:46+0400
2021-11-27T20:46+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262417027_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_d6537f0eadcba5fc8bd74518420733f4.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის ქალაქ უფაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.საქართველომ საჩემპიონო გზაზე ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაამარცხა.ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) სხვადასხვა წონით კატეგორიებში დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველოს ნაკრებმა ავსტრია ანგარიშით 4:0 დაამარცხა, საფრანგეთს 4:2 მოუგო და ამავე ანგარიშით სძლია თურქეთის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე.ფინალურ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტები ნიდერლანდელ სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა საბა ინანეიშვილმა გამარჯვებით დააგვირგვინა. გუნდებს შორის ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ინანეიშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე იპონით დაამარცხა. საბოლოო ანგარიში 4:3 დადგა.საქართველოს შერეული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ:მამაკაცები: ფრიდონ გიგანი და ალეკო მამიაშვილი (ორივე -73 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ), გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +93 კგ).ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე -70 კგ), სოფია სომხიშვილი (+70 კგ).აღსანიშნავია, რომ ძიუდოს შერეულ გუნდებს შორის ეს საქართველოს ნაკრების პირველი ტიტულია.
https://sputnik-georgia.com/20211107/saqartvelos-ziudoistta-nakrebma-evropis-axalgazrduli-cempionatis-finalsi-ruseti-daamarcxa-261863069.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262417027_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_d895f084002b9e3a5e87c24450e42139.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ძიუდო: საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს ნაკრებმა ფინალურ დაპირისპირებაში ნიდერლანდებს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ისტორიაში პირველად შერეულ გუნდებს შორის გამარჯვება იზეიმა.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის ქალაქ უფაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველომ საჩემპიონო გზაზე ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაამარცხა.
ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) სხვადასხვა წონით კატეგორიებში დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველოს ნაკრებმა ავსტრია ანგარიშით 4:0 დაამარცხა, საფრანგეთს 4:2 მოუგო და ამავე ანგარიშით სძლია თურქეთის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე.
ფინალურ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტები ნიდერლანდელ სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა საბა ინანეიშვილმა გამარჯვებით დააგვირგვინა. გუნდებს შორის ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ინანეიშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე იპონით დაამარცხა. საბოლოო ანგარიში 4:3 დადგა.
საქართველოს შერეული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ:
მამაკაცები: ფრიდონ გიგანი და ალეკო მამიაშვილი (ორივე -73 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ), გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +93 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე -70 კგ), სოფია სომხიშვილი (+70 კგ).
აღსანიშნავია, რომ ძიუდოს შერეულ გუნდებს შორის ეს საქართველოს ნაკრების პირველი ტიტულია.