https://sputnik-georgia.com/20211107/saqartvelos-ziudoistta-nakrebma-evropis-axalgazrduli-cempionatis-finalsi-ruseti-daamarcxa-261863069.html
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში რუსეთი დაამარცხა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში რუსეთი დაამარცხა
Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T23:30+0400
2021-11-07T23:30+0400
2021-11-07T23:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/07/261862888_115:0:1800:948_1920x0_80_0_0_e3bb7bef616de6b2a7c9fff0ac18ac08.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბელგრადში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა.ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რის შემდეგაც რუსმა ძიუდოისტებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს. მაგრამ შემდგომ ქართველებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმეს. თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს ნიკა ხარაზიშვილმა, სოფია სომხიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, რომელმაც თავის გუნდს გადამწყვეტი ქულა მოუტანა.აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა შესანიშნავად იჭიდავეს ინდივიდუალურ შეჯიბრებებშიც და რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
https://sputnik-georgia.com/20211107/qartvelma-ziudoistebma-baqosi-gamartul-turnirze-sami-brinjaos-medali-moipoves-261862061.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/07/261862888_325:0:1589:948_1920x0_80_0_0_e531db96ea0196f24ae710faaefdd317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში რუსეთი დაამარცხა
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბელგრადში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რის შემდეგაც რუსმა ძიუდოისტებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს. მაგრამ შემდგომ ქართველებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმეს. თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს ნიკა ხარაზიშვილმა, სოფია სომხიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, რომელმაც თავის გუნდს გადამწყვეტი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა შესანიშნავად იჭიდავეს ინდივიდუალურ შეჯიბრებებშიც და რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.