მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება: უარზე პატიმრობა და დიდი ფულადი ჯარიმა წესდება

© AP Photo / Lisa Leutnerვაქცინაცია ავსტრიაში
ვაქცინაცია ავსტრიაში  - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიის მთავრობა ამუშავებს კანონპროექტს კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აცრაზე უარის გამო პირი დიდი თანხით დაჯარიმდება, იუწყება Die Presse.
დოკუმენტის პროექტის მიხედვით, COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაცია 2022 წლის თებერვლიდან გავრცელდება ავსტრიის ყველა მცხოვრებზე.
არსებული ინფორმაციით, აცრაზე უარის გამო ჯარიმა 3 600 ევრო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, მას ოთხი თვით აღუკვეთენ თავისუფლებას.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება
გარდა ამისა, წესდება კიდევ უფრო დიდი ჯარიმა მათთვის, ვინც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ხელისუფლების შეტყობინებას ორჯერ უგულებელყოფს. ამ შემთხვევაში პირი 7 200 ევროთი დაჯარიმდება.
ამასთან დაიშვება გამონაკლისიც. სავალდებულო ვაქცინაცია არ გავრცელდება ორსულებზე, 12 წლამდე ბავშვებსა და პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის გამო აქვთ უკუჩვენება ვაქცინაციაზე.
კანონპროექტს პარლამენტს განსახილველად 6 დეკემბერს წარუდგენენ.
აღინიშნება, რომ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათი მოთხოვნაა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის შენარჩუნება.
ყველა ახალი ამბავი
0