აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის მშენებლობის ფარგლებში რიონზე ახალი ხიდი აშენდება

© courtesy of Municipality of Poti Cityრიონი
რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
მშენებლობის ღირებულება შეადგენს 60,8 მილიონ ლარს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა იწყება, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი საავტომობილო ხიდის სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე 2 კმ-ს შეადგენს.
მშენებლობის ღირებულება შეადგენს 60,8 მილიონ ლარს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ შეასრულებს.
სამუშაოების დასრულების ვადა 2 წელია.
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა გადაჭრის არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
ყველა ახალი ამბავი
0