მივიწყებული აჭარული კერძების 80-მდე რეცეპტი წიგნად გამოიცემა

© Sputnik / Vladimir Umikashviliაჭარული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური  - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
გასტრონომიულ გზამკვლევში შესულია როგორც ზემოაჭარული, ისე ქობულეთური და ლაზური კულინარია.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. აჭარის კულინარიულ გზამკვლევში აჭარული სამზარეულოს 80-მდე მივიწყებული კერძის რეცეპტი შევიდა, წიგნი წლის ბოლომდე გამოიცემა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კულინარიული ექსპედიცია აჭარის მუნიციპალიტეტებში, ხეობებსა და იაილებში ჩატარდა.
აჭარული ხაჭაპური - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2019
ამერიკული AF&Co: ქართული კერძები – წლის სამზარეულო, ხოლო აჭარული ხაჭაპური – წლის კერძი
სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა – ეს იმ კერძების სახელებია, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ. გარდა ძირითადი კერძებისა, წიგნში კულინარები იპოვიან ჯემების, დესერტების, სოუსების რეცეპტებს და ღვინის წარმოების კარგად მივიწყებულ ტექნოლოგიებს.
გასტრონომიულ გზამკვლევში შესულია როგორც ზემოაჭარული, ისე ქობულეთური და ლაზური კულინარია.
ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.
ერთი მხრივ, კულინარიული გზამკვლევი აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი რესტორნების მენიუში მათ შეტანას შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0