https://sputnik-georgia.com/20211129/tbilisis-sasamartlostan-15-adamiani-daakaves-262452574.html
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება... 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T16:43+0400
2021-11-29T16:43+0400
2021-11-29T21:48+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261967173_0:114:1280:834_1920x0_80_0_0_029988a2a443be5136417f0242ae6302.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ მომიტინგეებმა სასამართლოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილი გაეხსნათ, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ.ამ დროისათვის 15 პირია დაკავებული პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს, და 173-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
https://sputnik-georgia.com/20211129/2007-7-noembris-aqciis-darbeva-aqciis-dashlis-direqtiva-argamicia-262451057.html
https://sputnik-georgia.com/20211129/gigi-ugulava-daakaves-262444385.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261967173_63:0:1199:852_1920x0_80_0_0_0af0326f97fdf86c23310a8c0f4b5bed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს
16:43 29.11.2021 (განახლებულია: 21:48 29.11.2021) დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულებს ჯარიმის გადახდა ან 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ მომიტინგეებმა სასამართლოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილი გაეხსნათ, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ.
„მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამ დროისათვის 15 პირია დაკავებული პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს, და 173-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.