საქართველოს პარლამენტში ორით ნაკლები ფრაქცია იქნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
ფრაქციები დაიშალა მას შემდეგ, რაც პარლამენტი ორმა დეპუტატმა დატოვა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო საპარლამენტო ფრაქციების „რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ ინფორმაცია.
მამუკა ხაზარაძე და დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა
ფრაქციების გაუქმება ოპოზიციური პარტიების „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ჩამორთმევამ გამოიწვია. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს პროტესტის ნიშნად ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რადგან მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმებამდე ხაზარაძე იყო საპარლამენტო ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, ხოლო ჯაფარიძე – ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“.
ორივე საპარლამენტო ფრაქცია წარმოდგენილი იყო ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობით – შვიდ-შვიდი დეპუტატით.

„იყო ფრაქცია, გახდა პოლიტიკური ჯგუფი. რეგისტრაციაა საჭირო, კენჭისყრა მოითხოვება და მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე კენჭი უყარეს და ცნობად მიიღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
განათლებისა და კულტურის მინისტრები პარლამენტს კვირის ბოლომდე ანგარიშს წარუდგენენ
მანამდე პარლამენტმა აღიარა ჰერმან საბოს, როგორც ზურაბ ჯაფარიძის მემკვიდრის საპარლამენტო უფლებამოსილებები. საბო საქართველოში ყველაზე არაორდინარული პარტიის – 2016 წელს დაარსებული „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ე.წ. „მეფეა“.
საბო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის" წევრია, რომელშიც აქამდე იყო სამი დეპუტატი - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი.
მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს დროებით ნორმას, რომლის საფუძველზეც ორ დეპუტატს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია. ამავე დროს, ისინი სარგებლობენ თითქმის იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით, როგორც ფრაქციები.
ყველა ახალი ამბავი
0