საქართველო და ჩინეთი წარმატებით ვაჭრობენ: როგორ გაიზარდა ბრუნვა ქვეყნებს შორის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან გასული მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,4%-ს შეადგენდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–ოქტომბერთან შედარებით, 23,4%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10,8%, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ჩინეთი არის საქართველოს მესამე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით ჩინეთი ჩამოუვარდება თურქეთსა და რუსეთს, ხოლო ექსპორტში 2021 წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდში ის პირველ ადგილს იკავებს.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
„პოზიტიური ტენდენციები“ – შეფასდა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გავიდა 222,6 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 8,9 ათას ტონაზე მეტი ძვირფასი ლითონის მადნები, 72,7 ტონა ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში და ვეტერინარიაში, 3,2 ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 3,6 ტონა დაუმუშავებელი ალუმინი და ა.შ.
ჩინეთიდან იმპორტირებულია 4,8 ათას ტონაზე მეტი საბურღი მანქანა და მექანიზმი, 36,5 ათასი ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, 15,7 ტონა ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები, 218,1 ტონა გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები და ა.შ.
გასულ წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან შეადგინა დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,4% იყო. შარშან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0