https://sputnik-georgia.com/20211129/saakashvilis-saqme-shss-aqciis-monawileebs-mouwodebs-262443185.html
სააკაშვილის საქმე: ძალოვანი უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
სააკაშვილის საქმე: ძალოვანი უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა შეკრებილი. 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T12:49+0400
2021-11-29T12:49+0400
2021-11-29T19:46+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262438139_185:208:1095:720_1920x0_80_0_0_d616348b7b7b468a92d8c22658622875.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეკრებილ ადამიანებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.სასამართლოს შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილი. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე შსს-ს ქვედანაყოფებია მობილიზებული.კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აცხადებს შსს. სასამართლო სხდომის პარალელურად შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა.
https://sputnik-georgia.com/20211129/saakashvilis-sasamartlo-procesi-daiwyo-262441208.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262438139_295:249:924:720_1920x0_80_0_0_12967652cffe948c07328ea3f0830eb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილის საქმე: ძალოვანი უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
12:49 29.11.2021 (განახლებულია: 19:46 29.11.2021) თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა შეკრებილი.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეკრებილ ადამიანებს წესრიგის დაცვისკენ
მოუწოდებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სასამართლოს შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილი. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე შსს-ს ქვედანაყოფებია მობილიზებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აცხადებს შსს.
სასამართლო სხდომის პარალელურად შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა.