სააკაშვილის საქმე: სასამართლოსთან დაძაბული ვითარებაა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა შეკრებილი.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ვითარება დაძაბულია.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
სუბარი: სააკაშვილს იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე...
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
შენობის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა. ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა შეკრებილი.
ყველა ახალი ამბავი
0