მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მერკელმა გაცილების ცერემონიისთვის პანკ-როკ კომპოზიცია შეარჩია

© REUTERS / MICHELE TANTUSSIანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა, რომელიც თანამდებობიდან ოფიციალურად 2 დეკემბერს წავა, გამოსათხოვარი ცერემონიისთვის მუსიკალური კომპოზიციები შეარჩია, იუწყება Der Spiegel.
გავრცელებული ცნობით, ცერემონია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებაზე მხოლოდ 200 სტუმარია მიწვეული, მათ შორის 52 მინისტრი, რომლებთანაც მერკელი მუშაობდა ამ წლების განმავლობაში. კანცლერი მოკლე სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ტრადიციული მიღება არ შედგება — პანდემიური უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.
მერკელს, რომელიც ზუსტად 16 წლის განმავლობაში იყო გერმანიის ლიდერი, ბუნდესვერის ორკესტრი თანამდებობიდან 70-იანი წლების შლაგერებით გააცილებს. საუბარია ჰილდეგარდ კნეფის კომპოზიციაზე Für mich soll's rote Rosen regnen („ჩემთვის წითელი ვარდები უნდა წვიმდეს“) და ასევე პანკ-როკ შემსრულებელ ნინა ჰაგენის სიმღერაზე Du hast den Farbfilm vergessen („შენ დაგავიწყდა ფერადი ფირი“).
გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი შეასრულებს ქრისტიანულ ჰიმნს Großer Gott, wir loben Dich, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხრიდან სამოქალაქო პირისადმი უმაღლეს პატივისცემად მიიჩნევა.
გამოცემის ცნობით, მერკელის წინამორბედებმა ასევე სამ-სამი კომპოზიცია შეარჩიეს გაცილების ცერემონიისთვის. მაგალითად, 2005 წელს გერჰარდ შრედერისთვის შესრულდა კომპოზიცია ოპერიდან „პორგი და ბესი“, არია ბერტოლდ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერიდან“ და ფრენკ სინატრას My Way.
აღინიშნება, რომ თანამდებობიდან გაცილების ტრადიცია გერმანიაში XVI საუკუნიდან არსებობს.
გერმანიის კანცლერის თანამდებობას ოლაფ შოლცი დაიკავებს, რომელიც ოფიციალურად 6 დეკემბერს გახდება ქვეყნის ახალი მმართველი.
ყველა ახალი ამბავი
0