https://sputnik-georgia.com/20211128/yitgizetsi-saparlamento-arcevnebi-dasrulda-262430585.html
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
Sputnik საქართველო
წინასწარი შედეგებით, არჩევნებზე სამი პროსახელისუფლებო პარტია ლიდერობს 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T23:00+0400
2021-11-28T23:00+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1c/262429860_0:0:3084:1736_1920x0_80_0_0_7d939ddc5fad3608fcaae15bfa3a78ac.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საარჩევნო უბნების 93%-ის წინასწარი მონაცემებით, ყირგიზეთის პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა, განაცხადა რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.ავტომატური მთვლელი საარჩევნო ურნების წინასწარი მონაცემებით, პირველ სამ ადგილზე გავიდნენ პროსახელისუფლებო პარტიები - „ატა-ჟურტ ყირგისტანი“ („სამშობლო ყირგიზეთი“) 16,85%-ით, „იშენიმი“ („რწმენა“) 13,5%-ით და „ინტიმაკი“ („ჰარმონია“) - 10,81%. მათ მოყვება ორი ოპოზიციური პარტია: „ალიანსი" – 8,23% და „ბუტუნ ყირგისტანი" („ერთიანი ყირგიზეთი") – 7,64%. ექვსეულის ბოლო ადგილზეა ნაკლებად ცნობილი პარტია „იმან ნურუ“ („რწმენის სხივი“).ყირგიზეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით პირველად ჩატარდა. 54 მანდატისთვის იბრძოდნენ პარტიული სიების კანდიდატები, კიდევ 36 ადგილისთვის - კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში. ავტომატური მთვლელი საარჩევნო ურნებიდან მიღებული წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მაგრამ საბოლოო შედეგებს ცესკო მხოლოდ ხმების ხელით დათვლის შემდეგ გამოაცხადებს.ეს არჩევნები ყირგიზეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის არჩევის მეორე მცდელობაა. წინა კენჭისყრის შედეგები, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა, ცესკომ გააუქმა არეულობის ფონზე, რომელმაც პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომა გამოიწვია.
https://sputnik-georgia.com/20201015/yirgizeTis-prezidenti-Tanamdebobidan-gadadga-249714647.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1c/262429860_353:0:3084:2048_1920x0_80_0_0_792a5150853094a5802616a59a88ddd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები
დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
23:00 28.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) წინასწარი შედეგებით, არჩევნებზე სამი პროსახელისუფლებო პარტია ლიდერობს
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საარჩევნო უბნების 93%-ის წინასწარი მონაცემებით, ყირგიზეთის პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა, განაცხადა რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
ავტომატური მთვლელი საარჩევნო ურნების წინასწარი მონაცემებით, პირველ სამ ადგილზე გავიდნენ პროსახელისუფლებო პარტიები - „ატა-ჟურტ ყირგისტანი“ („სამშობლო ყირგიზეთი“) 16,85%-ით, „იშენიმი“ („რწმენა“) 13,5%-ით და „ინტიმაკი“ („ჰარმონია“) - 10,81%. მათ მოყვება ორი ოპოზიციური პარტია: „ალიანსი" – 8,23% და „ბუტუნ ყირგისტანი" („ერთიანი ყირგიზეთი") – 7,64%. ექვსეულის ბოლო ადგილზეა ნაკლებად ცნობილი პარტია „იმან ნურუ“ („რწმენის სხივი“).
ყირგიზეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით პირველად ჩატარდა. 54 მანდატისთვის იბრძოდნენ პარტიული სიების კანდიდატები, კიდევ 36 ადგილისთვის - კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში. ავტომატური მთვლელი საარჩევნო ურნებიდან მიღებული წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მაგრამ საბოლოო შედეგებს ცესკო მხოლოდ ხმების ხელით დათვლის შემდეგ გამოაცხადებს.
ეს არჩევნები ყირგიზეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის არჩევის მეორე მცდელობაა. წინა კენჭისყრის შედეგები, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა, ცესკომ გააუქმა არეულობის ფონზე, რომელმაც პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომა გამოიწვია.