https://sputnik-georgia.com/20211128/sapatriarqom-vaqcinaciastan-dakavsirebit-ofocialuri-pozicia-kidevertxel-ganmarta-262430879.html
საპატრიარქომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა
საპატრიარქომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა
Sputnik საქართველო
საპატრიარქომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიცია, რომელიც სინოდის... 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T23:32+0400
2021-11-28T23:32+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23501/60/235016097_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_e942fc557a80ba3e0c3455417a3640f1.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ვაქცინაციის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ოფიციალური პოზიციის გამოსახატავად გამოქვეყნდა.მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ რამდენჯერმე განმარტა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან არაერთხელ გაისმა რადიკალური პოზიცია. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო კვლავ იმეორებს, რომ აცრას არ გააჩნია რელიგიური დატვირთვა.ამასთან ერთად, როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ვაქცინაციის გამო ქრისტიანისათვის სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმინდა სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა, განაცხადეს საპატრიარქოში.ამასთან ერთად, საპატრიარქო კვლავ წინააღმდეგია სავალდებულო ვაქცინაციის.„ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრობენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.927-ს მიაღწია.ამ დროისთვის სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 34,8%. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, პანდემიის დასაძლევად ამ მაჩვენებელმა მინიმუმ 60%-ს უნდა მიაღწიოს.
https://sputnik-georgia.com/20211120/jumatis-mamata-monastris-winamzrvari-koronavirusit-gardaicvala-262246374.html
https://sputnik-georgia.com/20210919/koronavirusis-sedegad-nekresis-eparqiis-mitropoliti-gardaicvala-259720721.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23501/60/235016097_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_7ef37d3c96decc0d3be5fc1de5c8b84e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, covid-19
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, covid-19
საპატრიარქომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა
23:32 28.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საპატრიარქომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიცია, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ვაქცინაციის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ, ნათქვამია საპატრიარქოს
განცხადებაში, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ოფიციალური პოზიციის გამოსახატავად გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ რამდენჯერმე განმარტა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან არაერთხელ გაისმა რადიკალური პოზიცია. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო კვლავ იმეორებს, რომ აცრას არ გააჩნია რელიგიური დატვირთვა.
ამასთან ერთად, როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ვაქცინაციის გამო ქრისტიანისათვის სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმინდა სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა, განაცხადეს საპატრიარქოში.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, საპატრიარქო კვლავ წინააღმდეგია სავალდებულო ვაქცინაციის.
„ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
19 სექტემბერი 2021, 22:53
საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრობენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.927-ს მიაღწია.
ამ დროისთვის სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 34,8%. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, პანდემიის დასაძლევად ამ მაჩვენებელმა მინიმუმ 60%-ს უნდა მიაღწიოს.