https://sputnik-georgia.com/20211128/ketildreoba-da-bedniereba-irakli-raribasvilma-ebraelebs-xanuqas-dresaswauli-miuloca-262424542.html
„კეთილდღეობა და ბედნიერება“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
„კეთილდღეობა და ბედნიერება“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ათასწლიანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T15:16+0400
2021-11-28T15:16+0400
2021-11-28T15:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23595/74/235957406_0:285:2629:1764_1920x0_80_0_0_b09af8be2cbd348efe6b66a2fc885b7f.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და „კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება“ უსურვა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები, თორას კანონის მიხედვით, იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ათასწლიანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.მთავრობის მეთაურის თქმით, ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ებრაელ თემს საქართველოს აღმშენებლობაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს.ებრაული კალენდრით, ხანუქა იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე.6 დეკემბრის ჩათვლით იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23595/74/235957406_0:38:2629:2010_1920x0_80_0_0_71f0ad7276790d24bd4aa63c295cbb12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ისრაელი
„კეთილდღეობა და ბედნიერება“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
15:16 28.11.2021 (განახლებულია: 15:57 28.11.2021) როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ათასწლიანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და „კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება“ უსურვა, იუწყება მთავრობის
პრესსამსახური.
ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები, თორას კანონის მიხედვით, იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ათასწლიანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ებრაელ თემს საქართველოს აღმშენებლობაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს.
ებრაული კალენდრით, ხანუქა იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე.
6 დეკემბრის ჩათვლით იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.
შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.