https://sputnik-georgia.com/20211128/germaniasi-qartuli-rvino-daagemovnes-262423198.html
გერმანიაში ქართული ღვინო დააგემოვნეს
გერმანიაში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
გერმანია - ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა - ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T13:57+0400
2021-11-28T13:57+0400
2021-11-28T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1d/261599639_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_6de2191fb02d7ff3f914f305777998aa.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული კომპანიის - ff.k Public Relations მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა იყო. მას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.უწყების ცნობით, გერმანულ კომპანიას f.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 6% შეადგინა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1d/261599639_90:0:1289:899_1920x0_80_0_0_8af290589bc202cd38ec2244b37fc3d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო, გერმანია
გერმანიაში ქართული ღვინო დააგემოვნეს
13:57 28.11.2021 (განახლებულია: 15:40 28.11.2021) გერმანია - ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა - ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული კომპანიის - ff.k Public Relations მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა იყო. მას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
უწყების ცნობით, გერმანულ კომპანიას f.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 6% შეადგინა.