Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი ომიკრონ-შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
დღეიდან საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება ამოქმედდა.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი - ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია, ამაზე ჯერ დაკვირვება მიმდინარეობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება - ომიკრონი, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.
„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიჩნევენ, რომ ეს შტამი არის საკმაოდ შემაშფოთებელი. თუმცა, რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებსა და მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ დაკვირვებაა საჭირო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეიდან საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის (სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი) საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრში (ECDC) კი აცხადებენ, რომ ომიკრონი მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის შემცველია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ახალი შტამი შესაძლოა იყოს მეტად მდგრადი ვაქცინების მიმართ და უფრო სწრაფად გავრცელდეს.
ექსპერტების რეკომენდაციებით, საჭიროა იმ ადგილებში მოგზაურობისგან თავის შეკავება, სადაც ინფექცია გამოვლინდა; კოვიდპაციენტების ტესტირების გაფართოება და კონტაქტების გამოვლენა. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა განიხილონ 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის, ვაქცინის ბუსტერ-დოზის შემოღების შესაძლებლობა, შემდეგ კი განიხილონ ბუსტერ-დოზის შემოღება18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ზრდასრულისთვის მეორე დოზის გაკეთებიდან მინიმუმ ექვსი თვის შემდეგ.
ექიმები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სამხრეთ აფრიკის ექიმები: ომიკრინ-შტამით ჰოსპიტალიზაცია ყველაზე ხშირია ახლგაზრდებში
აფრიკის შემდეგ, ომიკრონი ამ დროისთვის გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და ავსტრიაში.
ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.
აზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აფრიკის ბევრ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა უკვე შეწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0