ტყიბულში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
დღის პირველ ნახევარში ტყიბულის შახტში მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ორი მამაკაცი მოიყოლა. მეორე დაშავებულის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ტყიბულის შახტში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთი პირი ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მაშველები ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ.
ტელეარხის ცნობით, მაშველებმა 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ის კლინიკაში გადაჰყავთ. თავდაპირველი ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - ერთი ადამიანი ცოცხალია
გავრცელებული ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი კონტაქტური იყო და მაშველებს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას თავად აწვდიდა, რამაც სამაშველო ოპერაცია დააჩქარა.
შემთხვევის ადგილზე იმ კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვანახშირის მოპოვებას აწარმოებს. მისი განცხადებით, ადგილზე ნახშირის მოპოვება გაჩერებული იყო, თუმცა პერიოდულად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და სავარაუდოდ დაშავებულებიც შახტში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ.
შემთხვევა ტყიბულში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მიწის მასამ ორი მამაკაცი მოიყოლა. ამ დროისთვის ადგილზე მეორე მამაკაცის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0