სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - ერთი ადამიანი ცოცხალია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
დაზარალებული გონზეა, ახლა მისი უსაფრთხოდ ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მაშველებმა ტყიბულში ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთს მიაგნეს, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მაშველები ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ.
შახტი ტყიბულში, სადაც მიწა ჩამოიშალა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
ტყიბულის შახტში მიწა ჩამოიშალა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია
ადგილზე მისვლისთანავე მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტში ჩარჩენილ ადამიანებთან, აცხადებენ სამსახურში.
მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის საძიებო ღონისძიება.
ყველა ახალი ამბავი
0