ტყიბულის შახტში მიწა ჩამოიშალა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

© Sputnik / STRINGERშახტი ტყიბულში, სადაც მიწა ჩამოიშალა
შახტი ტყიბულში, სადაც მიწა ჩამოიშალა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევის შედეგად მიწისქვეშ ორი ადამიანია მოყოლილი და ამ დროისთვის მათი სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა განაცხადა, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0