https://sputnik-georgia.com/20211127/tyibulsi-miwis-qves-moyolili-meore-mamakaci-gardacvlili-ipoves-262418646.html
ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა დღეს ტყბულში დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T21:54+0400
2021-11-27T21:54+0400
2021-11-28T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252231252_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_badf9a61bc2657d043a8002d320b2908.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.დღეს ტყიბულში ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერზე მიწა ჩამოიშალა და ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ-ერთი, 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ის ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.44 წლის მამაკაცის ადგილმდებარეობას ცოტა ხნის წინ მიაგნეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.რაც შეეხება ტურძილაძეს, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინასწარი შეფასებით, მისი დაზიანება საშუალო სიმძიმისაა.საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში დღეს შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მაშველები ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ.მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
https://sputnik-georgia.com/20211127/tyibulsi-nangrevebidan-amoyvanili-mamakaci-saavadmyofosi-gadaiyvanes-262416222.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252231252_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_cf94694aa165c1a6847a405f6b4b7608.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
21:54 27.11.2021 (განახლებულია: 11:12 28.11.2021) უბედური შემთხვევა დღეს ტყბულში დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი2“. დღეს ტყიბულში ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერზე მიწა ჩამოიშალა და ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ-ერთი, 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ის ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.
44 წლის მამაკაცის ადგილმდებარეობას ცოტა ხნის წინ მიაგნეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
რაც შეეხება ტურძილაძეს, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინასწარი შეფასებით, მისი დაზიანება საშუალო სიმძიმისაა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში დღეს შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მაშველები ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.