სამაშველო ოპერაცია ტყიბულში: მაშველებმა მეორე მამაკაცის ადგილსამყოფელს მიაგნეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი უკვე ამოიყვანეს, ის კონტაქტური იყო და უკვე ჰოსპიტალიზებულია
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი მეორე მამაკაცის ადგილსამყოფელი დადგენილია, მიმდინარეობს მისი ამოყვანის ღონისძიება.
დღეს ტყიბულში ერთ-ერთ შახტში მიწა ჩამოიშალა და ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ-ერთი, 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ის ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.
„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
ტყიბულში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
რაც შეეხება ტურძილაძეს, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინასწარი შეფასებით, მისი დაზიანება საშუალო სიმძიმისაა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში დღეს შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მაშველები ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0