https://sputnik-georgia.com/20211127/rustavis-2022-wlis-biujeti-damtkicda-ras-moxmardeba-tanxebi-262413242.html
რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა: რას მოხმარდება თანხები
რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა: რას მოხმარდება თანხები
Sputnik საქართველო
რუსთავის მერიის მთავარი პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კეთილმოწყობა-განახლება და გზების შეკეთება 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T16:02+0400
2021-11-27T16:02+0400
2021-11-27T16:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151722_0:21:2286:1307_1920x0_80_0_0_57982893c2fd3a8683a7a54e3e82f1be.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ინდუსტრიული ცენტრის, ქალაქ რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი შესწორებული პრიორიტეტებით დამტკიცდა.რუსთავის ბიუჯეტის შემოსულობები პროგნოზირებულია 73,7 მლნ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნებები - 75,6 მლნ ლარის. ამასთან, ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 67 მლნ ლარს, ხოლო ხარჯები - 66,6 მლნ ლარს შეადგენს.რუსთავის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი განათლება იქნება. ქალაქის ხელისუფლება 2022 წელს მასზე 15,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.ამ თანხების ნაწილი მოხმარდება საბავშვო ბაღებში კვების გაუმჯობესებას, რუსთავის სკოლებში ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისებას და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას.გარდა ამისა, რუსთავის მერია ერთჯერად დახმარებას გაუწევს ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს.ინდუსტრიული ქალაქის მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები გახდება. ამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 28,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.მერიის მთავარი პრიორიტეტი იქნება რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება-განახლება და გზების შეკეთება.სამრეწველო ქალაქის მერია კიდევ 10,8 მილიონს დახარჯავს კულტურაზე, სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდობის დახმარებაზე.რუსთავის მერია სოციალურ უზრუნველყოფაზე დაახლოებით 3,5 მლნ ლარს გამოყოფს, საიდანაც 1,5 მილიონი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოკვებას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კომუნალურ შეღავათებსა და სიღარიბის ზღვარზე მყოფთათვის სხვა სახის დახმარებაზე გამოიყოფა.
https://sputnik-georgia.com/20211126/batumis-biujeti-daamtkices-262389587.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151722_258:0:2027:1327_1920x0_80_0_0_f55875326801703d41e83b343312b039.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს რეგიონები
რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა: რას მოხმარდება თანხები
რუსთავის მერიის მთავარი პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კეთილმოწყობა-განახლება და გზების შეკეთება
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ინდუსტრიული ცენტრის, ქალაქ რუსთავის 2022 წლის
ბიუჯეტი შესწორებული პრიორიტეტებით დამტკიცდა.
რუსთავის ბიუჯეტის შემოსულობები პროგნოზირებულია 73,7 მლნ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნებები - 75,6 მლნ ლარის. ამასთან, ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 67 მლნ ლარს, ხოლო ხარჯები - 66,6 მლნ ლარს შეადგენს.
რუსთავის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი განათლება იქნება. ქალაქის ხელისუფლება 2022 წელს მასზე 15,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
ამ თანხების ნაწილი მოხმარდება საბავშვო ბაღებში კვების გაუმჯობესებას, რუსთავის სკოლებში ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისებას და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას.
გარდა ამისა, რუსთავის მერია ერთჯერად დახმარებას გაუწევს ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს.
ინდუსტრიული ქალაქის მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები გახდება. ამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 28,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მერიის მთავარი პრიორიტეტი იქნება რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება-განახლება და გზების შეკეთება.
სამრეწველო ქალაქის მერია კიდევ 10,8 მილიონს დახარჯავს კულტურაზე, სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდობის დახმარებაზე.
რუსთავის მერია სოციალურ უზრუნველყოფაზე დაახლოებით 3,5 მლნ ლარს გამოყოფს, საიდანაც 1,5 მილიონი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოკვებას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კომუნალურ შეღავათებსა და სიღარიბის ზღვარზე მყოფთათვის სხვა სახის დახმარებაზე გამოიყოფა.