https://sputnik-georgia.com/20211126/ukanono-krediti-dakavebulia-3-piri-262387890.html
1,5 მილიონი ლარის უკანონო კრედიტი – დაკავებულია სამი პირი
1,5 მილიონი ლარის უკანონო კრედიტი – დაკავებულია სამი პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულები 2019-2021 წლებში კრედიტის მისაღებად ყალბ სახელფასო ცნობებს ამზადებდნენ. დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T12:52+0400
2021-11-26T12:52+0400
2021-11-26T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_6c42e6e688ebcb2bc6b253013bde2f83.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ექვსი პირი მისცეს, რომელთაგან სამი დაკავებულია.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2019-2021 წლებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკიდან 58-მა მოქალაქემ უკანონოდ მიიღო კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობაც 1,5 მილიონ ლარს აღემატება.როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდებია ამოღებული.გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://sputnik-georgia.com/20211102/saguramosa-da-choportshi-13-miwa-miitvises-261709955.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_b16b503de07e4786896a15ddbe132407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
1,5 მილიონი ლარის უკანონო კრედიტი – დაკავებულია სამი პირი
12:52 26.11.2021 (განახლებულია: 17:51 26.11.2021) ბრალდებულები 2019-2021 წლებში კრედიტის მისაღებად ყალბ სახელფასო ცნობებს ამზადებდნენ. დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ექვსი პირი მისცეს, რომელთაგან სამი დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2019-2021 წლებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკიდან 58-მა მოქალაქემ უკანონოდ მიიღო კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობაც 1,5 მილიონ ლარს აღემატება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდებია ამოღებული.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.