შვიდმა პირმა საგურამოსა და ჭოპორტში 13 მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიითვისა

© courtesy of Investigation service მიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო სამსახური შესაბამის ღონისძიებებს აგრძელებს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2015-2016 წლებში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 13 ერთეული მიწის ნაკვეთი.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2019
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთი - დაკავებულია 7 პირი
უკანონოდ მითვისებული ნაკვეთების ფართობი ჯამში 42.301 კვადრატული მეტრია, რომელთა საერთო ღირებულებაც, ექსპერტიზის თანახმად, 755.144 ლარს შეადგენს. გამოძიების პროცესში აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა.
დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო სამსახური შესაბამის ღონისძიებებს აგრძელებს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0