კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

© Department of Environmental Supervisionსახერხი საამქრო
სახერხი საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
მოქალაქეები უკანონო სახერხ საამქროებს მალულად, საკარმიდამო ეზოებში და საკალმახეს ტერიტორიაზე ამუშავებდნენ.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარედ და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკალმახესა და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ტყის ჭრა, ცული - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
ხეტყის უკანონო ჭრა: კახეთში 26 ფაქტი დაფიქსირდა
ლაგოდეხში სამართალდამრღვევს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული ალვისა და 2 ერთეული ჭალის მუხის სახეობის მრგვალი მორი, ასევე 0,1 კუბური მეტრი ალვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ყვარელში კი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია 1 ერთეული ალვის სახეობის მორი, 3 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხეტყე (კოტრი), 1,43 კუბური მეტრი წიფლის სახეობისა და 0,6 კუბური მეტრი მუხის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0