Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ისრაელში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა: ინფიცირებულია აფრიკიდან დაბრუნებული პირი

© AP Photo / Sebastian Scheiner COVID-19 ისრაელში
 COVID-19 ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ნოემბერი − Sputnik. ისრაელში კორონავირუსის ახალი შტამით − B.1.1.529-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

„[კორონავირუსის] ახალი შტამი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, ისრაელშიც გამოვლინდა. ინფიცირებულია ისრაელის მოქალაქე, რომელიც ახლახან დაბრუნდა მალავიდან. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი უცხოეთიდან დაბრუნებული კიდევ ორი მოქალაქის მიმართ, რომლებიც ამ დროისათვის იზოლაციაში ელოდებიან ტესტების შედეგებს“, − ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ დაწყებულია ეპიდემიოლოგიური გამოძიება ინფიცირებულების ყველა შესაძლო კონტაქტის გამოსავლენად. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამივე შემთხვევაში საუბარია ვაქცინირებულ პაციენტებზე, რომელთა „იმუნიზაციის მონაცემები ამ დროისათვის მოწმდება“.
კოვიდ-პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საგანგებო სხდომა ჯანმოში: განიხილება COVID-19-ის ახალი საშიში შტამი
რეგიონში კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის გამოვლენასთან დაკავშირებით ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის სამოგზაუროდ აკრძალული ქვეყნების სიაში უკვე შეიყვანა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში განმარტეს, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები, მესამე დოზით აცრილების ჩათვლით, კარანტინის გასავლელად სასტუმროებში იქნებიან იზოლირებული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შტამი B.1.1.529 ასევე გამოვლინდა ჩინეთში. ინფიცირებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებული ორი პირი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მოიწვია საგანგებო სხდომა ახლ შტამთან დაკავშირებით. სპეციალისტები იმსჯელებენ კორონავირუსის ახალ ვარიანტზე და თუ მიღებული შედეგები შემაშფოთებელი იქნება, მას ბერძნული ანბანის ასოთი აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0