Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომაა სამეფო ოჯახში შობას აწონვა სავალდებულო – ელისაბედ მეორის საშობაო ტრადიციები

© courtesy of The Royal Familyდედოფალი ელიზაბეტ მეორე
დედოფალი ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ყველა ოჯახს აქვს საკუთარი საახალწლო ტრადიციები და გამონაკლისი არც სამეფო ოჯახია. ნორფოლკში, მისი უდიდებულესობის სანდრინგემის სამკვიდროში არის ერთი საკმაოდ უცნაური ტრადიცია, რომელიც სამეფო ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
ყვითელი ამბები
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შობას დედოფალს არ ესტუმრებიან
2018 წელს სამეფო ექსპერტი ინგრიდ სევარდი ჟურნალ Grazia-ს ამ ტრადიციის შესახებ ესაუბრა. სანდრინგემში ჩასვლისას დედოფალი სთხოვს თითოეულ სტუმარს, მათ შორის მის უახლოეს ადამიანებსაც, აიწონონ ანტიკვარული სასწორის გამოყენებით. ეს ტრადიცია სათავეს იღებს ედუარდ VII-ის მეფობის დროიდან, 1900-იანი წლების დასაწყისში, და ვრცელდება სამეფო დინასტიის ყველა წევრზე.
ეჭვგარეშეა, რომ ზამთრის ზეიმი სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ ტრიალებს, სამეფო ოჯახი ჯერ ინდაურის და სხვა ტრადიციული საშობაო კერძების სადილს მიირთმევს, შემდეგ კი - ჩაის და დესერტებს. რა თქმა უნდა, სუფრა არ არის სრულყოფილი მთავარი ინგლისური დელიკატესის - საშობაო პუდინგის გარეშე. ისინი იწყებენ მის მომზადებას დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე. ხალისიანი ტრაპეზის შემდეგ სამეფო ოჯახი სეირნობს მამულში, რათა დაწვას მიღებული კალორიები, საღამოს კი სასადილო ოთახში სანთლებზე ვახშამი უფრო სასიამოვნო გახდეს.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2017
დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
როგორც ცნობილია, დედოფალი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს ოთხფეხა მეგობრებისადმი. ყოფილმა სამეფო შეფ-მზარეულმა დარენ მაკგრეიდმა თქვა, რომ ძაღლებს უახლესი ადგილობრივი პროდუქტებით უმასპინძლდებიან.
სამწუხაროდ, პანდემიის დაწყებასთან ერთად ელისაბედ II-მ მიატოვა საყვარელი სადღესასწაულო ტრადიცია და შეწყვიტა ოჯახის მიღება სანდრინგემში. მონარქის გეგმები ამ საშობაო არდადეგებზე ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ დედოფალს ექიმები ურჩევდნენ რეჟიმის დაცვას და ალკოჰოლისგან თავის შეკავებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
ყველა ახალი ამბავი
0