მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„რუსეთთან ომის შემთხვევისთვის“: ბრიტანეთს გერმანიაში სამხედრო ტექნიკა შეჰყავს

 ტანკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ნოემბერი − Sputnik. დიდი ბრიტანეთი ასობით ერთეული ტანკისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გადასროლას გეგმავს გერმანიაში რუსეთთან შესაძლო ომისთვის მზადყოფნის მიზნით, განუცხადა The Times-ს გაერთიანებული სამეფოს სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რალფ ვუდისმა.
მისი თქმით, არმიის მასშტაბური ტრანსფორმაციის ფონზე ლონდონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამი ახალი სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს − გერმანიაში, კენიასა და ომანში. თუმცა გერმანია, საიდანაც ბრიტანეთმა თავისი ჯარები ერთი წლის წინ გაიყვანა, ვუდისს ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გერმანიას, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯავშანტექნიკას გადავისვრით“, − აღნიშნა მან.

ამასთან გენერალ-ლეიტენანტმა განმარტა, რომ საუბარია მოდერნიზებულ ტანკებზე Challenger 3, Boxer-ის ჯავშანტრანსპორტიორებზე, Ajax-ის მუხლუხა საბრძოლო მანქანებზე, ასევე არტილერიასა და დრონებზე.
ბოლო პერიოდში დასავლურ და უკრაინულ პრესაში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გადაწყვეტს. მან იქვე აღნიშნა, რომ ლონდონი კიევის ახლო მოკავშირეა.
ჟან-ივ ლე დრიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
მსოფლიო დღეს
ფრანგი მინისტრი უკრაინის გამო იმუქრება
ანალოგიური განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმაც, რომლის თქმითაც, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს არა იმიტომ, რომ ამით რუსეთისადმი მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, არამედ იმიტომ, რომ ბრიტანეთი ზოგადად დემოკრატიისა და თავისუფლების ერთგულია.
აღსანიშნავია, რომ კრემლში უარყოფენ დასავლეთის პროგნოზებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მოსკოვი არავისზე თავდასხმას არ აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0